- დასრულდა ჩვენი ტრენინგი.
- მოვაწყეთ ჩვენს ბლოგზე უკვე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია.თვითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი და ისაუბრა მის შესახებ,პასუხი გასცა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.
- ტრენინგის დამთავრების შემდეგ ვგრძნობ , რომ ჩემი ცოდნის დონე საკმაოდ გაიზარდა,გავხდი უფრო თავდაჯერებული და ლაღი კომპიუტერთან მუშაობისას,შევიძინე უფრო მეტი უნარ–ჩვევა, ვისწავლე პროექტის კეთება,მისი ატვირთვა ინტერნეტში,მასალების მოძიება და ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან,მათი გადანაწილება ფოლდერებში,მოკლედ ყველაფერი რაც უფრო ნაყოფიერს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.შეძენილი ცოდნით ჩემს მიერ ჩატარებული ლექცია –პრაქტიკული უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
- აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ტრენერის ,ბატონი გიორგი ცინცაძის,გადმოცემის და სწავლების უნარით.მან კომპიუტერისადმი ინტერესი გაუჩინა იმ პედაგოგებსაც კი, რომლებიც თავიანთ თავს კომპიუტერთან ურთიერთობაში თვლიდნენ დილეტანტებად. მისი დიდი ნებისყოფით,გვერდზე დგომით და ჩვენი თავდაუზოგავი შრომით მივაღწიეთ შედეგს,რაც ცხადყო ჩატარებულმა პრეზენტაციამ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის.
Thursday, June 5, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment