Thursday, June 5, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

  • დასრულდა ჩვენი ტრენინგი.
  • მოვაწყეთ ჩვენს  ბლოგზე უკვე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია.თვითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი და ისაუბრა მის შესახებ,პასუხი გასცა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.
  • ტრენინგის დამთავრების შემდეგ ვგრძნობ , რომ ჩემი ცოდნის დონე საკმაოდ გაიზარდა,გავხდი უფრო თავდაჯერებული და ლაღი კომპიუტერთან მუშაობისას,შევიძინე უფრო მეტი უნარ–ჩვევა, ვისწავლე პროექტის კეთება,მისი ატვირთვა ინტერნეტში,მასალების მოძიება და ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან,მათი გადანაწილება ფოლდერებში,მოკლედ ყველაფერი რაც უფრო ნაყოფიერს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.შეძენილი ცოდნით ჩემს მიერ ჩატარებული ლექცია –პრაქტიკული უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
  •        აღფრთოვანებული ვარ  ჩვენი ტრენერის ,ბატონი გიორგი ცინცაძის,გადმოცემის და სწავლების უნარით.მან კომპიუტერისადმი  ინტერესი გაუჩინა იმ პედაგოგებსაც კი, რომლებიც თავიანთ თავს კომპიუტერთან ურთიერთობაში თვლიდნენ დილეტანტებად. მისი დიდი ნებისყოფით,გვერდზე დგომით და ჩვენი  თავდაუზოგავი შრომით მივაღწიეთ შედეგს,რაც ცხადყო ჩატარებულმა პრეზენტაციამ.    კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის.

Wednesday, June 4, 2014

პროექტის პორთფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია


  • ჯგუფმა შეასრულა და აითვისა პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, აქედან გამომდინარე დასასრულს მიუახლოვდა პროექტზე მუშაობა
  • თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად დავხვეწეთ პროექტის გეგმა დაშევქმენით პრეზენტაციის ფაილები.
  • გასაკეთებელი დაგვრჩა  პორთფოლიოების ინტერნეტში ატვირთვა და რაც მთავარია პრეზენტირება.


Friday, May 30, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

  დავასრულეთ სტუდენტის ნიმუში პრეზენტაციის ფაილის სახით. გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა. კარგად ჩამოვყალიბდით და გავაგრძელეთ მუშაობა პროექტით გათვალისწინებულ პროცედურებზე, დავასრულეთ მისი აღწერა.
   განვიხილეთ სპეციალური შესაძლებლობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებთან მიდგომის სტრატეგია პროექტის განმავლობაში.

Wednesday, May 28, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

  გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვების მასალები და ჩვენი პროექტისთვის შევადგინეთ ზოგადი,
    თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ჯგუფში განვიხილეთ ერთმანეთის კითხვები,ერთობლივად ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და ჩამოვყალიბდით.
    მოვიძიეთ შინაარსობრივი  სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის
გეგმაში, შევადგინეთ მათი შესაბამისი სტუდენტების ამოცანები და სწავლის შედეგები.
     გავეცანით მაღალი დონის აზროვნების  უნარ-ჩვევების კლასიფიკაციას და ნიმუშებს.
ბლუმის ტაქსონომიის  საფუძველზე  შევარჩიეთ ჩვენი პროექტის  შესაბამისი უნარები.
    კიდევ ერთხელ მივუბრუნდით და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე.ერთმანეთს მივეცით რჩევები, გავცვალეთ აზრები  და ჩამოვყალიბდით.
    დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.


Friday, May 23, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

     ავითვისე დრაივის მეშვეობით ფაილების და ფოლდერის ატვირთვა ინტერნეტში, ეს უაღრესად საჭირო უნარ- ჩვევა შემდგომში გამომადგება ჩემს საქმიანობაში. წინასწარ გამზადებული ბუკლეტი  ავტვირთე და გავაზიარე ჩემს ბლოგზე.
     გავეცანი დრაივზე ფაილების რედაქტირებას გუგლ დოკის საშუალებით.თვალნათლივ დავინახე დრაივში მუშაობის თავისებურებანი.
    გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.წავიკითხეთ ერთმანეთის პროექტების მიმართულების მომცემი საკვანძო საკითხები,შევაფასეთ და სასარგებლო რჩევები მივეცით ერთმანეთს,ინტელის პროგრამის რესურსების საქარალდიდან ჩემს პორთფოლიოში ჩამოვტვირთე სხვადასხვა ფაილები და ვიმსჯელეთ მასზე ჯგუფში.რესურს ფაილების გამოყენებით შევაფასეთ ჩვენი ინდივიდუალური პროექტები.
    დღემ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,ვგრძნობ რომ ჩემი ცოდნის დონე და გამოცდილება  თანდათან ივსება და იხვეწება,ამისთვის კი დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი ცინცაძეს,რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს გადმოგვცეს და შეგვასწავლოს  მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება.


პროექტის ბუკლეტი

აქ უფლებას გაძლევთ იხილოთ ჩემი ბუკლეტი.


https://drive.google.com/file/d/0B1YkeHCm1rO9OVBraFQ4cjNPNk0/edit?usp=sharing