დავასრულეთ სტუდენტის ნიმუში პრეზენტაციის ფაილის სახით. გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა. კარგად ჩამოვყალიბდით და გავაგრძელეთ მუშაობა პროექტით გათვალისწინებულ პროცედურებზე, დავასრულეთ მისი აღწერა.
განვიხილეთ სპეციალური შესაძლებლობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებთან მიდგომის სტრატეგია პროექტის განმავლობაში.
Friday, May 30, 2014
Wednesday, May 28, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ მუშაობა
პროექტის გეგმაზე.შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვების მასალები და ჩვენი პროექტისთვის
შევადგინეთ ზოგადი,
თემატური და
შინაარსობრივი კითხვები.ჯგუფში განვიხილეთ ერთმანეთის კითხვები,ერთობლივად ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და ჩამოვყალიბდით.
მოვიძიეთ
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
და ჩავსვით პროექტის
გეგმაში, შევადგინეთ მათი შესაბამისი სტუდენტების ამოცანები
და სწავლის შედეგები.
გავეცანით
მაღალი დონის აზროვნების უნარ-ჩვევების კლასიფიკაციას
და ნიმუშებს.
ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე
შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი
უნარები.
კიდევ ერთხელ მივუბრუნდით და ვიმუშავეთ სასწავლო
პროცედურების დაზუსტებაზე.ერთმანეთს მივეცით რჩევები, გავცვალეთ აზრები და ჩამოვყალიბდით.
დღემ საკმაოდ
ნაყოფიერად ჩაიარა.
Friday, May 23, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ავითვისე დრაივის
მეშვეობით ფაილების
და ფოლდერის
ატვირთვა ინტერნეტში, ეს უაღრესად
საჭირო უნარ-
ჩვევა შემდგომში
გამომადგება ჩემს
საქმიანობაში. წინასწარ
გამზადებული ბუკლეტი ავტვირთე და
გავაზიარე ჩემს
ბლოგზე.
გავეცანი
დრაივზე ფაილების
რედაქტირებას გუგლ
დოკის საშუალებით.თვალნათლივ დავინახე
დრაივში მუშაობის
თავისებურებანი.
გავაგრძელეთ მუშაობა
პროექტის გეგმაზე.წავიკითხეთ ერთმანეთის პროექტების მიმართულების მომცემი საკვანძო
საკითხები,შევაფასეთ
და სასარგებლო რჩევები მივეცით
ერთმანეთს,ინტელის
პროგრამის რესურსების საქარალდიდან ჩემს
პორთფოლიოში ჩამოვტვირთე სხვადასხვა ფაილები
და ვიმსჯელეთ
მასზე ჯგუფში.რესურს ფაილების
გამოყენებით შევაფასეთ ჩვენი
ინდივიდუალური პროექტები.
დღემ საკმაოდ
საინტერესოდ და
ნაყოფიერად ჩაიარა,ვგრძნობ რომ
ჩემი ცოდნის
დონე და
გამოცდილება თანდათან ივსება
და იხვეწება,ამისთვის კი
დიდ მადლობას
ვუხდი ჩვენს
ტრენერს ბატონ
გიორგი ცინცაძეს,რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს გადმოგვცეს და შეგვასწავლოს მთელი თავისი
ცოდნა და
გამოცდილება.
Thursday, May 22, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ავითვისე ინტერნეტში იმ
ფოტოების მოძიება
და ჩამოტვირთვა რომელიც გამომადგება ჩემი პროექტის გასაფორმებლად.ვისწავლე
როგორ შევინახო
ფოტოები ჩემს
პორთფოლიოში და შემდეგ ჩავსვა
ვორდის ფაილში.დავასრულე ბუკლეტზე
მუშაობა, შევავსე ტრენინგის
მონაწილის ფორმა.
შემდეგ
გაიმართა მწვავე
დისკუსია პროექტის გეგმასთან დაკავშირებით.ყველამ ერთად ვიმსჯელეთ,ვიკამათეთ
და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით.
Saturday, May 17, 2014
პირველი და მესამე დღეების რეფლექსია
გავეცანით ინტელის პროგრამის კურსს "პროექტებით სწავლება".გავხსენი ელ.ფოსტა და პირადი ბლოგი.შევისწავლე ბლოგში მუშაობა.გავერკვიე როგორ ჩამოვტვირთო ინტერნეტიდან რესურს ფაილები ჩემს ახლად შექმნილ პორთფოლიოში.გავეცანი როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ტიპის პროექტთა ნიმუშებს,შევარჩიე მომავალი პროექტის თემა, განვიხილე და ჩამოვყალიბდი.
გულდასმით ჩავიკითხე 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები და ამოვირჩიე ჩემი პროექტისათვის შესაფერისი დებულებები,ბუკლეტის ნიმუშების გაცნობის სემდეგ დავიწყე მუშაობა საკუთარი თემის ბუკლეტზე,შევისწავლე ინტერნეტიდან სურათების ჩამოტვირთვა და ბუკლეტის ფაილში ჩასმა, ჯგუფში ერთობლივად განვიხილეთ პროექტით სწავლების მეთოდიკის უპირატესობები.
გულდასმით ჩავიკითხე 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები და ამოვირჩიე ჩემი პროექტისათვის შესაფერისი დებულებები,ბუკლეტის ნიმუშების გაცნობის სემდეგ დავიწყე მუშაობა საკუთარი თემის ბუკლეტზე,შევისწავლე ინტერნეტიდან სურათების ჩამოტვირთვა და ბუკლეტის ფაილში ჩასმა, ჯგუფში ერთობლივად განვიხილეთ პროექტით სწავლების მეთოდიკის უპირატესობები.
Subscribe to:
Posts (Atom)