გავაგრძელეთ მუშაობა
პროექტის გეგმაზე.შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვების მასალები და ჩვენი პროექტისთვის
შევადგინეთ ზოგადი,
თემატური და
შინაარსობრივი კითხვები.ჯგუფში განვიხილეთ ერთმანეთის კითხვები,ერთობლივად ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და ჩამოვყალიბდით.
მოვიძიეთ
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
და ჩავსვით პროექტის
გეგმაში, შევადგინეთ მათი შესაბამისი სტუდენტების ამოცანები
და სწავლის შედეგები.
გავეცანით
მაღალი დონის აზროვნების უნარ-ჩვევების კლასიფიკაციას
და ნიმუშებს.
ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე
შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი
უნარები.
კიდევ ერთხელ მივუბრუნდით და ვიმუშავეთ სასწავლო
პროცედურების დაზუსტებაზე.ერთმანეთს მივეცით რჩევები, გავცვალეთ აზრები და ჩამოვყალიბდით.
დღემ საკმაოდ
ნაყოფიერად ჩაიარა.
No comments:
Post a Comment