Friday, May 23, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

     ავითვისე დრაივის მეშვეობით ფაილების და ფოლდერის ატვირთვა ინტერნეტში, ეს უაღრესად საჭირო უნარ- ჩვევა შემდგომში გამომადგება ჩემს საქმიანობაში. წინასწარ გამზადებული ბუკლეტი  ავტვირთე და გავაზიარე ჩემს ბლოგზე.
     გავეცანი დრაივზე ფაილების რედაქტირებას გუგლ დოკის საშუალებით.თვალნათლივ დავინახე დრაივში მუშაობის თავისებურებანი.
    გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.წავიკითხეთ ერთმანეთის პროექტების მიმართულების მომცემი საკვანძო საკითხები,შევაფასეთ და სასარგებლო რჩევები მივეცით ერთმანეთს,ინტელის პროგრამის რესურსების საქარალდიდან ჩემს პორთფოლიოში ჩამოვტვირთე სხვადასხვა ფაილები და ვიმსჯელეთ მასზე ჯგუფში.რესურს ფაილების გამოყენებით შევაფასეთ ჩვენი ინდივიდუალური პროექტები.
    დღემ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,ვგრძნობ რომ ჩემი ცოდნის დონე და გამოცდილება  თანდათან ივსება და იხვეწება,ამისთვის კი დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი ცინცაძეს,რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს გადმოგვცეს და შეგვასწავლოს  მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება.


No comments:

Post a Comment